მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უწყებები, რომლებიც ინფორმაციის ხელმისაწვდომობით ყველაზე ღიაა - IDFI-ის ანგარიში

5f2285d214988
ვიქტორია მღებრიშვილი
30.07.20 22:20
988
IDFI-ის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე გამჭვირვალე საჯარო დაწესებულებებად დავით ზალკალიანის უწყება და საკანონმდებლო ორგანო - საქართველოს პარლამენტი დასახელდა.

„ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ - 99% და საქართველოს პარლამენტის აპარატმა - 98.3% მიიღო“, - წერია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს 100%-იანი მაჩვენებლის მქონე საჯარო დაწესებულების რიცხვი წინა წელთან შედარებით დაახლოებით განახევრდა და ყველა იმ უწყებას, რომელმაც 2019 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა, სიგელები გადაეცა.

ამასთან, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ცენტრალური დაწესებულებებიდან ყველაზე მეტად ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი ფინანსთა სამინისტრომ (+30,63%) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ (+29.92%) გააუმჯობესა.

2019 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი IDFI-მ 284 საჯარო დაწესებულების და 6 240 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე შეაფასა. ანგარიში შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მხარდაჭერით მომზადდა.

ცნობისთვის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს 2010 წლიდან ახორციელებს.