18.თებერვალი .2020 10:50

უხანის საავადმყოფოს ხელმძღვანელი კორონავირუსით გარდაიცვალა

views 236
უკან

უხანის Wuchang hospital-ის ხელმძღვანელი ლიუ ჩჟიმინი დღეს დილით კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფომაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ექიმის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვუხანის ჯანდაცვის ორნიზაციამ დაადასტურა. ლუ ნეიროქირურგი გახლდათ და უხანის პირველ საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა.

ბოლო მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსმა კიდევ 96 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1868-ს მიაღწია.

პარალელურად, იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობაც. ბოლო მონაცემებით, ინფიცირების 72 436 შემთხვევაა გამოვლენილი. ხოლო ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ახალი კორონავირუსით 25 ქვეყანაში 700-ზე ნაკლები ადამიანია ინფიცირებული.