05.თებერვალი .2020 11:09

უხანში 10 დღეში აშენებულმა საავადმყოფომ პირველი პაციენტების მიღება დაიწყო

views 225
უკან

ქალაქ უხანში კორონავირუსის მქონე პაციენტებისთვის 10 დღეში აშენებულმა ახალმა 1000-ადგილიანმა საავადმყოფომ პირველი პაციენტებისთვის მიღება ოფიცილურად დაიწყო. ამის შესახებ ჩინურ მედიაზე დაყრდნობით nbcnews წერს. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საავადმყოფოს  1,400-მდე მაღალკვალიფიციური ექიმი მოემსახურება. მათ წარსულში უმუშავიათ ისეთ რთული დაავადებების მქონე პაციენტებთან, როგორიც SARS-ს ვირუსი და ებოლაა.

ჩინეთის მთავრობა კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ქალაქში კიდევ ერთი ახალი საავადმყოფოს აშენებას გეგმავს იგივე პრინციპით, რომელიც, დაახლოებით, მზად ერთ კვირაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ უხანში აღნიშნული საავადმყოფოს მშენებლობა 24 იანვარს დაიწყო და მშენებლობაზე  24 საათის განმავლობაში 7000-მდე ადამიანი მუშაობდა.

ბოლო მონაცემებით, მსხვერპლთა რიცხვმა 492-ს მიაღწია, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი, 24 505-მდე გაიზარდა.