მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უხანში ექიმების კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა

5e463f906b3c8
ნათია თაქთაქიშვილი
14.02.20 19:20
871
როგორც გავლენინი გამოცემა CNN-ი იუწყება, უხანში ექიმების ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებია გამოვლინილი, რის გამოც ისინი მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ვერ ახერხებენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა შეიძლება ახალი გამოწვევა აღმოჩნდეს ჩინეთის მთავრობისთვის.

CNN ერთ-ერთ უხანელ ექიმზე დაყრდნობით წერს, რომ მისი ინფორმაციით, ვირუსი 130 მეტ ექიმს დაუდასტურდა, ინფიცირებული პაციენტი საავადმყოფოს სახელს არ აკონკრეტებს და აღნიშნავს, რომ მედიასთან საუბრის უფლებამოსილება არ გააჩნია.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, ინფიცირების რისკი ყველაზე მაღალი საავადმყოფოებშია.

აღსანიშნვია, რომ ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 121 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 1380-ს მიაღწია.

მათი ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 5090 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 55 748-მდე გაიზარდა. დღემდე ვირუსით ინფიცირებული 3862 ადამიანია გამოჯანმრთელებული.