მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უხერხულია, როცა ამბობთ ვაქცინაციის კამპანია საკმარისი არ იყოო“ - თენგიზ ცერცვაძე

6172fbf0b894b
თამთა ჯიჯავაძე
22.10.21 22:12
510
"უხერხულია, როცა ამბობთ ვაქცინაციის კამპანია საკმარისი არ იყოო“ - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

"თქვენ თუ უცხოეთში ყოფილხართ, იქ ამაზე მეტი რა კამპანია იყო. ტელევიზიიდან ყოველდღე ისმის მოწოდება, კლიპები, ბანერები, ექიმები, გაფრთხილებები, შეხვედრები... მეტი რა კამპანია უნდა იყოს?“, - აღნიშნა მან.

დღეს ცერცვაძემ ასევე განაცხადა, რომ "მეხუთე ტალღა" ისე დაიწყო, მეოთხეც არ დასრულებულა და შესაძლებელია, „ძალიან სერიოზულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ“.

„ყოველდღიურად 4-დან 5 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ეს ძალიან საგანგაშოა იმიტომ, რომ წინ გველის შემოდგომა-ზამთარი, შესაძლოა სეზონური გრიპის ეპიდემია და ე.წ. ტვინდემიაც. შეიძლება ძალიან სერიოზულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.