მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უხერხულია თქვენი მხრიდან“ - თურნავა ოპოზიციას ფრენებთან დაკავშირებით აკრიტიკებს

5f64818567308
ინგა მურუსიძე
18.09.20 13:53
1294
ივნისიდან მოყოლებული, ეტაპობრივად ვხსნით ცას და ვიწყებთ ფრენებს და ნელ-ნელა იმ დონეზე გვინდა ავიდეთ, რაც გვქონდა 2019 წელს, როცა ჩვენს ცაზე დაფრინავდა 50-ზე მეტი ავიაკომპანია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა აღნიშნულ ავიაკომპანიას აქვს მზაობა, ფრენები განაახლოს.

“2012 წლამდე, სულ 23 ავიაკომპანია იყო ქვეყანაში და 44 მიმართულება. ახლა რომ გახდით ფრენების ქომაგები, რატომ არ შემოიყვანეთ 2012 წლამდე „ვიზეარი“ და „რაინეარი“? ისეთი პათოსით საუბრობთ ამაზე, თითქოს ჩვენი ხელისუფლების დროს არ მოხდა ამ ავიაკომპანიების შემოყვანა. ბატონი რომან გოცირიძის წერილი გვაქვს, რომელიც გვაკრიტიკებდა, რატომ შემოიყვანეთ „რაინეარი“ და სხვა იაფიანი ავიაკომპანიებიო. ნუ ქმნით ისეთ ილუზიას, რომ ახლა გახდით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ქომაგები“, - მიმართა დეპუტატებს ნათია თურნავამ.

მანვე „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიორგი კანდელაკს 2019 წელს „რაინეართან“ დაკავშირებით გამართული პრესკონფერენცია შეახსენა.

„ბატონო გიორგი (კანდელაკი), 2019 წელს, როცა ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივ მოლაპარაკებებს ვასრულებდით, რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, რომ „რაინეარის“ პრეზიდენტთან ერთად დაგვეანონსებინა, რომ ეს გლობალური გიგანტი შემოდიოდა საქართველოში, თქვენ როგორც ჩანს, გაიგეთ ეს ამბავი და რამდენიმე დღით ადრე გამართეთ პრესკონფერენცია და კატეგორიულად მოითხოვეთ, სასწრაფოდ შემოიყვანეთ „რაინეარიო“. მესმის, რომ ყველას უნდა, ჩაგვეზიაროს მიღწევებში, მაგრამ ცოტა უხერხულია. თქვენ იყავით ადამიანი, ვინც ამბობდა, იაფიანი ფრენები იმიტომ შემოიტანეთ, რომ ქვეყანა დაიცალოსო. უხერხულია ბატონებო“, - მიმართა ოპოზიციას თურნავამ.