13.აგვისტო .2022 15:20

„უზარმაზარი შესაძლებლობები არსებობს ლოგისტიკაში“ - არჩილ გაჩეჩილაძე

„უზარმაზარი შესაძლებლობები არსებობს ლოგისტიკაში“ - არჩილ გაჩეჩილაძე
views 2431
უკან

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის შეფასებით, დღევანდელ მდგომარეობაში საქართველოში ლოგისტიკის მიმართულებით უზარმაზარი შესაძლებლობები ჩნდება, ამის შესახებ მან BMG TV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

არჩილ გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ამ რესურსების არგამოყენება გულდასაწყვეტი იქნება.

„დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მგონია, რომ უზარმაზარი შესაძლებლობები არსებობს ლოგისტიკის მხარეს. მოთხოვნა იმდენად მაღალია. ომიდან და სანქციებიდან გამომდინარე პირობითი ზამთარი რუსეთში, მგონია, დიდი ხანი გაგრძელდება. ალტერნატიული გზების ნახვა ყაზახეთსა და უზბეკეთს უნდათ, რომლებიც საკმაოდ დიდი ქვეყნებია. ამ მხრივ უზარმაზარი რაღაცეები უნდა გაკეთდეს და არგაკეთება გულდასაწყვეტი იქნება.

ამასთანავე მგონია, რომ ტექნოლოგიური განვითარების კუთხით სოფლის მეურნეობაში კარგი პროექტების გაკეთებაა შესაძლებელი, თუმცა ამ შემთხვევაშიც მასშტაბებზეა საუბარი. ენერგეტიკის კუთხითაც მგონია, რომ უდიდესი შესაძლებლობებია. აქ მთავარია, რომ სწრაფად ვიაროთ და საქმე გავაკეთოთ“, - ამბობს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა