მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უზბეკეთი ელექტროენერგიის 30%-ის განახლებადი ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებას გეგმავს

63b828e4cbfbb
მარიამ იზორია
09.01.23 00:13
577
უზბეკეთმა ამბიციური მიზანი დაისახა - ქვეყანა 2030 წლისთვის ელექტროენერგიის 30%-ის განახლებადი ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებას გეგმავს. Euronews-ის ინფორმაციით, ამ გეგმის განსახორციელებლად ქვეყანაში მზის ენერგიის ათვისების მიზნით მზის ელექტროსადგურები მოეწყობა. მზის ენერგიის პოტენციალმა ქვეყანაში საერთაშორისო ინვესტორები უკვე დააინტერესა.

ერთ-ერთი პირველი მზის ელექტრო სადგური უზბეკეთში ფრანგულმა კომპანია Total Eren-მა შექმნა. 2022 წლის ივლისში გაშვებული სადგური ქალაქ სამარყანდიდან, დასავლეთით, ას კილომეტრში მდებარეობს. Მზის ელექტრო სადგურის სიმძლავრე 131 მეგავატია, წელიწადში გამომუშავებული ენერგია კი 270 000 კილოვატ საათია, რაც უზბეკეთში 140 000 ოჯახის საჭიროებების დაკმაყოფილებას შეძლებს.

როგორც Euronews-ის წერს, Total Eren უზბეკეთის პოტენციალით განსაკუთრებით არის დაინტერესებული, კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტი უახელს ტექნოლოგიებს ეფუძნება. დამონტაჟებული მზის პანელები მიზს ენერგიის მაქსიმალურად ათვისების მიზნით, მიმართულებას ყოველ ორ წუთში იცვლიან და მზის ტრაექტროიას მიჰყვებიან.

უზბეკეთში მწვანე ენერგიის გამოყენებას მხოლოდ მსხვილი კომპანიები არ იწყებენ. მზის ენერგიის მიმართ ინტერესი მცირე და საშუალო ბიზნესებსაც აქვთ. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურდებიან ბიზნესები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სექტორში საქმიანობენ.

საინტერესოა ისიც, რომ უზბეკეთის მთავრობა ცდილობს ბიზნესების გარდა მზის ენერგიის გამოყენებაში მოქალაქეებიც ჩართოს. ამისთვის უზბეკეთის მთავრობამ ციფრული ონლაინ პლატფორმა energymarket ჩაუშვა, რომელიც კერძო სახლების მფლობელებს საშუალებას აძლევს მზის პანელები უპროცნეტო განვადებით, ან თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში 30 პროცენტიანი ანაზღაურებით შეიძინონ.

უზბეკეთში მზის პანელები სახელმწიფო შენობების სახურავებზეც დამონტაჟდა და ქვეყანა ასე ცდილობს მომდვენო წლებში მზის ენერგია მაქსიმალურად გამოიყენოს.