მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უზბეკეთი $3,000-ის კომპენსაციას სთავაზობს, ვინც ქვეყანაში ყოფნისას COVID-ით დაინფიცირდება

5ef5db148b405
ნათია თაქთაქიშვილი
26.06.20 16:08
3465
უზბეკეთის მთავრობა აცხადებს, რომ ყველა ტურისტი 3,000 აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებს, თუ ისინი ქვეყანაში ვიზიტის დროს კორონავირუსით დაინფიცირდებიან. ამის შესახებ ინფრომაციას Business Insider-ი ავრცლელებს.

გამოცემის მიხედვით, ქვეყანამ საზღვრები უკვე გახსნა ჩინეთთან, ისრაელთან, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან, ხოლო რაც შეეხება ტურისტებს ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან, მათ 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

იმისთვის, რომ ტურისტმა 3,000 აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღოს, მისი ტური ორგანიზებული უნდა იყოს უზბეკეთის ადგილობრივი ტურისტული კომპანიის მიერ.

უზბეკეთის მთავრობა აცხადებს, რომ ამ გზით ქვეყანა ცდილობს ტურიზმის სექტორის წახალისებას და მხარდაჭერას, რომელიც რამდენიმე თვეა გაჩერებულია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინიციატივით გამოვიდა იტალიის კუნძული სიცილიაც, ადგილობრივი მმართველობის განცხადებით, თუ კუნძულზე ვიზიტს დაგეგმავთ, ადგილობრივი მთავრობა ფრენის ღირებულების ნახევარს და სასტუმროს ხარჯების მესამედს თავად დაფარავს.

რაც შეეხება უზბეკეთს, 26 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში კორნავირუსით ინფიცირების 7,228 დადასტურებული შემთხვევა იქნა გამოვლენილი ჯამურად, გარდაიცვალა 20 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 4,877 ინფიცირებული.