მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უზბეკეთის მოქალაქეები საქართველოში "თიბისი ბანკის“ არხებით HUMO-ს საგადახდო ბარათების გამოყენებას შეძლებენ

628e84641684a
ვიქტორია მღებრიშვილი
25.05.22 23:12
819
უზბეკეთის მოქალაქეები საქართველოში მოგზაურობისას ივნისის ბოლოდან HUMO-ს ბარათების გამოყენებას - სავაჭრო ობიექტებში გადახდებს, TBC Bank-ის ბანკომატებიდან თანხის განაღდებას შეუფერხებლად შეძლებენ. შესაბამის შეთანხმება დღეს, უზბეკეთში, „თიბისი ბანკსა“ და ბანკთაშორისი პროცესინგის ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი საერთაშორისო ფორუმის - "უზბეკეთი 2022, ბანკები და რითეილი - ციფრული განვითარება და ურთიერთკავშირი“ ფარგლებში მოეწერა ხელი. ინფორმაციას უზბეკური გამოცემები ავრცელებენ.

„ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ჩვენი ბარათების გეოგრაფიის გაფართოებით ვართ დაინტერესებული, რათა ისინი ჩვენი მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელი როგორც უზბეკეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც გავხადოთ“, - განაცხადა ბანკთაშორისი პროცესინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა შუხრატბეკ კურბანოვმა.

„ჩვენ როგორც TBC Bank-ი,პროექტებს არამხოლოდ უზბეკეთში ვახორციელებთ, არამედ უზბეკეთიდან საქართველოში ოპერაციების გაფართოებას ვუწყობთ ხელს. HUMO-ს ბარათების ინოვაციური პლატფორმა საერთაშორისო საბანკო სისტემებში მისი მარტივი ინტეგრირების და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ მართვის ხელმძღვანელმა სპარტაკ თეთრაშვილმა.