მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უზბეკეთის პრეზიდენტი ბაქოში ბიზნეს-ფორუმს დაესწრება

5d9b173942b3f
მიხეილ ხაჩიძე
07.10.19 14:43
905

უზბეკეთის პრეზიდენტი მიმდინარე წლის ოქტომბერში აზერბაიჯანს ეწვევა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შავკათ მირზიოევი  თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს მეშვიდე სამიტში,  მონაწილეობას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ეს მირზიოევის უზბეკეთის მეთაურის რანგში პირველი ვიზიტია აზერბაიჯანში.



თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს მე -7 სამიტი ბაქოში 14-15 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყობა მასშტაბური ბიზნესფორუმი.



თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც თანამედროვე თურქულ სახელმწიფოებს აერთიანებს. საბჭოს წევრი ქვეყნებია: აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და თურქეთი.