მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი ელიორ განიევი ანაკლიის მშენებარე პორტში იმყოფებოდა

5db09133925f7
შოთა ტყეშელაშვილი
23.10.19 21:17
903
"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" შემდეგ უზბეკეთის ვიცე-პრემიერმა ელიორ განიევმა სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ანაკლიის მშენებარე პორტის ტერიტორია დაათვალიერა. ვიზიტის ამსახველ ფოტოებს თავად "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" აქვეყნებს. 



დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ აბრეშუმის გზის ფორუმის დელეგატები, მათ შორის ინვესტორები საქართველოს პორტებს დაათვალიერებდნენ. მინისტრის თქმით, დელეგატები ჯერ ფოთის პორტს დაათვალიერებდნენ.

"ინვესტორები ჩადიან და დაათვალიერებენ არა მხოლოდ ანაკლიას, არამედ ზოგადად, შავი ზღვისპირეთს, ისინი პირველ რიგში, ფოთის პორტში ჩადიან," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

როგორც მინისტრი განმარტავს, ანაკლიის პორტის პროექტი ინვესტორების მხრიდან ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.

"იცით, რომ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული ლოგისტიკური ობიექტი არის ფოთის პორტი, რომელიც ტრადიციულად ამუშავებს ტვირთებს. ინვესტორებს ინტერესი აქვთ, რომ იქ ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა განავითარონ. ასევე, დამატებითი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ფოთის პორტში ახალი პროექტია დაწყებული დამატებითი ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით და  ინვესტიციების ჩადების  პერსპექტივები იქაც არის, მაგრამ, რასაკვირველია, ანაკლიის პორტი ჩვენი დერეფნის  ინვესტორებისთვის  ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ეს არის ის პოტენციალი, რომ მათი ჩამოტანილი ტვირთები უკვე ღრაწყლოვან პორტში გადამუშავდეს და მათ აინტერესებთ, სად არის ეს ლოკაცია და როგორი იქნება ის პორტი,"- აღნიშნა თურნავამ.

თავად უზბეკეთის ვიცე-პრემიერმა ელიორ განიევმა "აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის საიმედო და ეფექტური სატრანსპორტო კორიდორის არსებობა ორი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. 

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოვაყალიბოთ საიმედო ეფექტური სატრანსპორტო კორიდორები, იქიდან გამომდინარე, რომ მრავალ ქვეყანას არ აქვს გასასვლელი ზღვაზე. უზბეკეთი სწორედ ასეთი ქვეყანაა. თუმცა ქვეყნის ეკონომიკის განითარების სწრაფი ტემპი - დაახლოებით 6% წელიწადში, ჩვენი ეკონომიკის საექსპორტო მიმართულების ჩამოყალიბება მოითხოვს ჩვენგან ეფექტური სატრანსპორტო კორიდორების ჩამოყალიბებას. აქედან გამომდინარე, წინა კონფერენციის განმავლობაში, როდესაც პროექტებს განვიხილავდით „ერთი სარტყელი ერთი გზის“ კონტექსტში, დავიწყეთ აქტიური ხელშეწყობა ჩინეთი - ცენტრალური აზია- კავკასია- ევროპის კორიდორის ჩამოყალიბების, რაც უზრუნველყოფს რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთ დაკავშირებას, ასევე ძველი აბრეშუმის გზის აღორძინებასა და ძლიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რეგიონის ყველა ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა ელიორ განიევმა.