მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უზბეკეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

5e6f5402b09e5
ნათია თაქთაქიშვილი
16.03.20 16:30
824
უზბეკეთში კორნავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი უზბეკეთის მოქალაქეს დაუდგინეს, რომელიც სამშობლოში საფრანგეთიდან დაბრუნდა. ამის შესახებ ინფომაციას მედია გამოცემა ww.aa.com.tr-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ყველა იმ პირთან, ვისაც ურთიერთობა ჰქონდა COVID-19-ით ინფიცირებულ მოქლაქესთან. ასევე, უზბეკეთის მთავრობა აპირებს კარანტინში მოაქციოს ყველა ის მგზავრი, რომელმაც ინფიცირებულთან ერთად იმგზავრა.

უზბეკეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეპიდემიის გავრცელების საფრთხის გამო, დასავლეთ ევროპის, აზიის და ახლო აღმოსავლეთის რიგ ქალაქებთან საჰაერო მიმოსვლას ზღუდავს.

16 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 169,904 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 6,520 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 77,776 ადამიანი.