მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა

5e70e54bbe271
ინგა მურუსიძე
17.03.20 19:10
1144
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა.

გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა დღეს მიიღო. კენჭისყრის შედეგად ნინო ქადაგიძეს მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგ არც ერთ დეპუტატს არ მიუცია ხმა.

შეგახსენებთ: ნინო ქადაგიძემდე აღნიშნულ პოსტს ნინო გვენეტაძე იკავებდა. მან  თანამდებობა 2018 წლის აგვისტოში, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მას შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური იყო.