მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის და ბათუმის აეროპორტები ზამთრის სეზონისთვის მზად არიან - TAV Georgia

616d445ce6dfd
ვიქტორია მღებრიშვილი
18.10.21 21:40
667
„ტავ ჯორჯიას“ ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ზამთრის სანავიგაციო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას აეროპორტის ხელმძღვანელობასთან ერთად, 27 ავიაკომპანიის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საავიაციო უშიშროებისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგნელები ესწრებოდნენ.

„ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა ავიაკომპანიებს ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სრულად მზადყოფნასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.