მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამ პროცესს ჩემს ქვეყანაში დღეს აკლია ბენიამინ ნეთანიაჰუ" - გოცაძე ვაქცინაციაზე

6024281126506
თამთა ჯიჯავაძე
10.02.21 23:35
806
ჩვენ შეიძლება ფანტასტიკური გაკვეთილები მივიღოთ გაერთიანებული საამიროებისგან, ისრაელისგან, ვისწავლოთ იმათგან და მოვემზადოთ ვაქცინაციისთვის, - ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტმა, გიორგი გოცაძემ FORBES Talks-ის ეთერში ვაქცინაციის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ჩვენ ხვალ არ მოგვიწევს ამ პროცესის დაწყება, ეს იქნება მაისში, ივნისსა თუ ივლისში და მანამდე ამისათვის უნდა მოვემზადოთ, რათა ქვეყანამ შეძლოს დიდი რაოდენობის ადამიანის ვაქცინაცია.

„ვაქცინა თუ ვიშოვეთ და წყალში გადავღვარეთ, კაპიკია მისი ფასი, თუ ის ადამიანამდე არ მივიდა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მთავარია აღსრულების მექანიზმები მოწესრიგდეს და იყოს პასუხისმგებლობის შეგრძნება. მთავარია, რომ ვიღაც კონკრეტული ადამიანები იყვნენ პასუხისმგებელი, რომ ვაქცინა თუ მოვიდა ქვეყანაში, კონკრეტული ადამიანის პასუხისმგელობაა, რომ ეს ყველა იმ ადამიანამდე მიიტანოს, ვისთვისაც ის განსაზღვრულია“, - აღნიშნა გოცაძემ.

მისივე თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ასევე პოლიტიკური „ლიდერშიფი“.

„ამ პროცესს დღეს აკლია ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩემს ქვეყანაში. ქვეყნის გამარჯვებისთვის მთავარსარდალი, სერიოზული ლიდერია საჭირო, რომელიც ამ პროცესს წინ წაუძღვება.

აქ თუ არ იქნა პოლიტიკური თანხმობა, გვერდში დგომა და ვიღაცამ თუ ხალხი არ გააერთიანა ამ თემის ირგვლივ მაინც, და თუ ისევ დაპირისპირების რეჟიმში აღმოვჩნდით, რაც არ უნდა ვეცადოთ, ვინც არ უნდა მოიკლას თავი, ვაქცინები მოიტანოს და მაგარი სისტემა ააწყოს, ვერ მივაღწევთ მიზანს, რომ მოსახლეობა ავცრათ და ეკონომიკა გადავარჩინოთ“, - დასძინა მან.