მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად არის "პეპერი"? - ტიკარაძე ამბობს, რომ რობოტს იყენებენ

5fbcdc07a35f4
ინგა მურუსიძე
24.11.20 14:07
1414
2020 წლის ივნისში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებას საფრანგეთიდან ჩამოტანილი რობოტი „პეპერი“ წარუდგინა და თქვა, რომ ის მინისტრს covid-19-ის მართვაში დაეხმარებოდა.

მას შემდეგ „პეპერი“ არსად გამოჩენილა და მიუხედავად არაერთი მიმართვისა, ჯანდაცვის სამინისტროში bm.ge-ის პასუხობდნენ, რომ ამ საკითხზე არაფერს ამბობენ, თუმცა დღეს "საქმის კურსის" შესაბამისი კითხვის პასუხად ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ჯანდაცვის სისტემა „პეპერს“ იყენებს.

„რობოტი „პეპერი“ არის ციფრული ტექნოლოგიების და ტელემედიცინის სიმბოლო და კოვიდის პერიოდში, ონლაინ-კლინიკის ფარგლებში ვიყენებთ ტელემედიცინის ელემენტებს. ეს არ გულისხმობდა იმას, რომ რობოტ „პეპერს“ თქვენ საქართველოს რომელიმე კლინიკაში დაინახავდით. ჩვენ ვგულისხმობდით, რომ რობოტი „პეპერი“ ჩართული იქნებოდა პაციენტების მართვაში, რაც დღეს ფუნქციონირებს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.