მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია "ლოქდაუნის" მარტის ბოლომდე გაგრძელებას გეგმავს

603f32eb1eedd
თათია კაკიაშვილი
03.03.21 14:30
902

DW-ის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა "ლოქდაუნის" კიდევ სამი კვირით, 28 მარტამდე გაგრძელებას აპირებს, თუმცა 8 მარტიდან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იგეგმება, ცხადია, გარკვეული რეგულაციების დაცვით. "ლოქდაუნთან" დაკავშირებული დეტალების განხილვა დამატებით მიმდინარე კვირაშიც იგეგმება, რაზეც გერმანიის მთავრობის წევრები კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად იმსჯელებენ.

საუბარია 8 მარტიდან ისეთი რეგიონებში მდებარე მაღაზიების გახსნაზე, სადაც სტატისტიკურად კორონავირუსული ინფექციების რიცხვი გონივრულად დაბალია. კერძოდ, გაიხსნება ყვავილების, წიგნების და მებაღეობისთვის საჭირო ინვენტარის მაღაზიები.

გერმანიაში დღეს მოქმედი რეგულაციების ფარგლებში, თითოეული ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს აქვს უფლება, სხვა ოჯახის მხოლოდ ერთ წევრთან იურთიერთოს. ამ მხრივ, მდგომარეობა 8 მარტისთვის შეიცვლება და ეს ციფრი 10-მდე გაიზრდება.
ასევე, გერმანიის მთავრობა მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, აღდგომის პერიოდში თავიდან აიცილონ ნებისმიერი სახის მოგზაურობები.

სხვა შეზღუდვების მოხსნა, როგორებიცაა სალონების, რესტორნების და სასტუმროების გახსნა, ეტაპობრივად, მარტის მეორე ნახევრიდან იგეგმება.