მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვადაგასული პროდუქტის გაყიდვის ფაქტი არ დაფიქსირებულა" - სამინისტრო

5e7b1a240e829
ინგა მურუსიძე
25.03.20 21:45
928
„ვადაგასული პროდუქტის გაყიდვის ფაქტი არ დაფიქსირებულა“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ სტუმრობისას განაცხადა.

სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუპერმარკეტებში დაიწყო ვადაგასული პროდუქტების გაყიდვა, შესაბამისად, მოქალაქეები სალმონელათი დაავადების რისკის წინაშე არიან. კალანდაძე ამბობს, რომ ასეთი ფაქტი მას არ სმენია.

„სალმონელა გადადის ხორცპროდუქტებით. თავის მხრივ, ხორცპროდუქტები ინახება მაცივარში, გაყინული სახით, შესაბამისად, დაავადების გავრცელების რისკი არ არის. ჩვენი მხრიდან ვადაგასული პროდუქტის გაყიდვის ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუმცა მომხმარებლებს მოვუწოდებთ, თუკი მსგავს რამეს შენიშნავთ, აუცილებლად შეგვატყობინეთ ნომერზე 1501.

რაც შეეხება სურსათების მომარაგებას და სახლში წაღებას, ჩვენ ყოველდღიურად ვატარებთ მონიტორინგს, როგორც საბითუმო ბაზრებზე, ისე საცალო მაღაზიებში, ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას იმპორტის მაჩვენებლებზე. გაიხსნა ლარსი და ათობით მანქანა შემოვიდა. განსაკუთრებული მომარაგებები საჭირო არ არiს, თუმცა გარკვეული პრიდუქტის შეძენა აზრს მოკლებული არ არის, რომ ადამიანები ყოველდღიურად გარეთ აღარ გამოვიდნენ. ჩვენ ქვეყანას აქვს მინიმუმ 2 თვის მარაგი და კიდევ ამდენი არის გზაში“, - განაცხადა მან.