მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაფინანსებთ მდიდრებს, როცა სხვა პრობლემები გვაქვს ქვეყანაში - ბერიკაშვილი ანტიკრიზისულ გეგმაზე

5ecfab90c85ff
ინგა მურუსიძე
28.05.20 17:00
1923
ეს გეგმა ადეკვატური არ არის, - ასე შეაფასა bm.ge-სთან  ფინანსისტმა სოსო ბერიკაშვილმა მთავრობის მიერ დღეს წარდგენილი დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმა. როგორც ის ამბობს, მან ვერ დაინახა მთავრობისგან კონკრეტული არგუმენტი, რა მიზნით იხარჯება ნაკლებადშემოსავლიანი ხალხის ფული.

„ეს გეგმა ადეკვატური არ არის. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული სექტორის წახალისების საბაბით გააკეთო ის, რომ ნაკლებად შემოსავლიანი ხალხისგან იღებენ ფულს და უფინანსებენ იპოთეკურ სესხებს მათ, ვინც ისედაც მაღალშემოსავლიანია. საბაბი არის ის, რომ უნდა წავახალისოთ სამშენებლო სექტორი. გვესმის, რომ სამშენებლო სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე პირადად მეტი არგუმენტი მჭირდება მთავრობისგან. ხარჯავენ ხალხის ფულს, თან არ გვეუბნება რატომ აკეთებენ ამას. სინამდვილეში, სამშენებლო სექტორი არანაირი კატასტროფის წინაშე არ დგას, რომ ამან ეკონომიკის ამოყირავება გამოიწვიოს, რომ ამხელა ხარჯის გაწევა გამართლებული იყოს მთავრობისგან“, - განაცხადა ბერიკაშვილმა.

ბერიკაშვილის შეფასებით, მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმა მათ შორის არჩევნებთან არის დაკავშირებული.

„შეიძლება ეს იყოს კავშირში არჩევნებთან, ან შეიძლება მაღალ დონეზე რაღაც შეთანხმება იყოს, მაგალითად მსხვილ დეველოპერებთან და ა.შ. კი ბატონო, ეს ყველაფერი აწყობთ ბანკებს, დეველოპერებსაც, იმ ადამიანებსაც, ვინც ბინას ყიდულობს, მაგრამ ასეთები არიან ცოტა და გამოდის, რომ ვაფინანსებთ მდიდრებს, როცა ჩვენ სხვა პრობლემები გვაქვს ქვეყანაში. უკიდურესი სიღარიბის მიღმა არის ხალხი. ზოგადად, ამ კრიზისის პირობებში ჭარბვალიანობის საფრთხეს ვერ ვხედავ, მაგრამ რა იქნება 5 წლიანი სუბსიდირების შემდეგ, არ ვიცით. შეიძლება მივიღოთ სურათი, რომ 5 წლის შემდეგ ვეღარ შეძლონ ადამიანებმა სესხის გადახდა და ბანკებისთვის პრობლემა შეიქმნას“, - განაცხადა ბერიკაშვილმა.