მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაფრთხილებდით, რომ ვაქცინაციისთვის აუცილებელი იყო სტრატეგიული კომუნიკაცია - ზოიძე

6161e721047d0
BM.GE
09.10.21 23:00
860
ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი აკაკი ზოიძე გადაცემა BMG Drive-ის ეთერში ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაჩქარებისთვის სტრატეგიული კომუნიკაციის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განცხადებით რამდენიმე თვის წინ უკვე ჩანდა, რომ მოსახლეობის იმ ნაწილის აცრის შემდეგ, რომელიც თავად გამოთქვამდა სურვილს აცრაზე, სახელმწიფოს უნდა გაეაქტიურებინა მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანია იმისთვის, რათა მოქალაქეთა უფრო ფართო ფენას მიეღო გადაწყვეტილება აცრის თაობაზე.

“მივაღწიეთ უკვე იმ მიჯნას, როდესაც აცრილია ის რაოდენობა ადამიანების, ვისაც სურვილი ჰქონდა და აქტიურად ითხოვდა აცრას. მათი რაოდენობა ნელ-ნელა უკვე იწურება. არის კიდევ ნაწილი მოქალაქეების, რომლებიც უფრო იხრებოდნენ აცრისკენ, მაგრამ გარკვეულ კითხვებზე უნდოდათ პასუხის მიღება. ან ითხოვდნენ კონკრეტული ვაქცინით, მაგალითად Pfizer-ით აცრას. ამას გარდა, არიან მოქალაქეები, რომლებსაც სურდათ აცრა მაგრამ არ აქვთ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომ ონლაინ დარეგისტრირდნენ, ან სხვა ბარიერი ჰქონდათ, ან ხანში შესულები არიან და უფრო ელოდებიან რომ სახლში მიაკითხონ აცრისთვის. ეს რაოდენობა კიდევ არის, მე ვიტყოდი 100-200 ათასი ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ მსურველი არის აცრის, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის გამო, ჯერ კიდევ ვერ ახერხებს აცრას, თუმცა მათი სურვილიდან გამომდინარე, ამ ადამიანების ვაქცინაცია შედარებით მარტივი იქნება. მაგრამ ამის მიღმა უკვე უფრო დიდი ჯგუფი, რომელსაც არ სურს ვაქცინაცია. ჯერ კიდევ 4 თვის წინ ვამბობდი, რომ თუ არ გავააქტიურეთ სტრატეგიული კომუნიკაცია და ეს არ არის მხოლოდ მედია, სოციალური ქსელები, არამხოლოდ პრეს-კონეფერენციები, არამხოლოდ ბანერები, სტრატეგიული კომუნიკაციაა, როდესაც საზოგადოების ყველა სეგმენტთან მიაღწიო მასზე მორგებული გზავნილით, სწორ დროს, იმ წყაროდან, რომელსაც ის ენდობა,”- აცხადებს აკაკი ზოიძე.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 998,444 ადამიანი, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 35.1%-ია, ხოლო ოჯერადად, ანუ სრულად ვაქცინირებულია 864,309 ადამიანი, რაც ზრდასრულთა 30.3%-ია. სექტემბრის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად შემცირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 9,457 ვაქცინაცია გაკეთდა, თუმცა აცრების ⅔ მეორე დოზის ვაქცინებზე მოდიოდა.