10.იანვარი.2019 16:40
ეკონომიკა

ვაკეში "Le Mcdonald’s იხსნება - თემურ ჭყონია ბიზნესს აფართოებს

ვაკეში  "Le Mcdonald’s  იხსნება -  თემურ ჭყონია ბიზნესს აფართოებს
„Le Mcdonald’s - ამაში ვიგულისხმეთ McCAFÉ, რომელიც მალე გაიხსნება ვაკეში, ჭავჭავაძეზე“, - ამის შესახებ bm.ge-ის ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა.

მისი თქმით, McCAFÉ mcdonalds-ის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ის მომხმარებლებს სტანდარტულ მენიუსთან ერთად, ყავის დიდ არჩევანს შესთავაზებს.

“ასე დაემთხვა, რომ პირველ McCAFÉ-ს ვაკეში ვხსნით, თან ვაკელებსაც უყვართ ყავა, რა თქმა უნდა, ის თბილისის სხვა უბნებშიც გამოჩნდება, მაგრამ პირველი ჭავჭავაძეზე გაიხსნება”, - აცხადებს ბიზნესმენი.

მისივე თქმით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება $2,5 მლნ-ს სცდება.

შეგახსენებთ: 2017 წელს საქართველოში “მაკდონალდსის” ბრენდის სწრაფი კვების რესტორნების შემოსავალი 27%-ით გაიზარდა. ზრდა ძირითადად 2017 წლის განმავლობაში არსებულ რესტორნებში სტუმრების რაოდენობის შესამჩნევი ზრდითა და და ორი ახალი ფილიალის გახსნამ განაპირობა. 2017 წლის განმავლობაში კომპანიამ მთლიანი შემოსავლის სახით 63,685,685 ლარი მიიღო.

2017 წელი “თ და კ რესტორნებმა” 1.6 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. 2016 წლის ფინანსური შედეგი 3.5-მილიონიანი წმინდა მოგება იყო.

რაც შეეხება ლიცენზიას, თემურ ჭყონიას კომპანიამ ის 2018 წელს “მაკდონალდსის” კიდევ 20 წლით გაიხანგრძლივა.
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე

16.ივნისი.2019 20:10
74

მინისტრი: სიტყვები, როგორიცაა ინკლუზიურობა, მცირე ბიზნესი - სადღეგრძელოებად არ უნდა დარჩეს

ვრცლად
16.ივნისი.2019 19:00
147

რა რჩევებს აძლევს გერმანიის ელჩი საქართველოს მთავრობას

ვრცლად
16.ივნისი.2019 18:30
156

საშა ტერნესი: კარგი იქნება, თუ საქართველო სამრეწველო პოლიტიკას ჩამოაყალიბებს

ვრცლად
16.ივნისი.2019 18:09
180

“რუსეთში ჩვენს მეზობელ ტერიტორიაზე იყიდება ხორბალი, რომელიც არ არის ბოლომდე ლეგალური”

ვრცლად
16.ივნისი.2019 17:10
194

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბაზაზე მიწის მართვის სააგენტოს ქმნიან

ვრცლად
16.ივნისი.2019 16:20
447

რა ეგონა და რა აღმოჩნდა - ივანე მაჭავარიანი საჯარო სექტორზე საუბრობს

ვრცლად