მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაკეში "პროკრედიტ ბანკის" ახალი ფილიალი იხსნება

5db7e0541beab
BM.GE
29.10.19 10:00
1251
დღეს, თბილისში, ჭავჭავაძის N37-ში, სავაჭრო ცენტრ "ჰოუმმარტის" მეორე სართულზე, ბანკის ახალი სერვის პუნქტი დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც ბიზნესებთან ერთად, ფიზიკურ პირებსაც მოემსახურება.

როგორც bm.ge-ის „პროკრედიტ ბანკიდან“ აცნობეს, ფილიალში განთავსდება თანამედროვე სივრცე - 24/7, რომლის საშუალებითაც მომხმარებელები შეძლებენ დამოუკიდებლად, მარტივად და სწრაფად სასურველი საბანკო მომსახურება მიიღონ.

მეტი კომფორტისთვის, 09:00სთ-დან 21:00სთ-მდე „პროკრედიტ ბანკის” მომხმარებლები უფასოდ ისარგებლებენ სავაჭრო ცენტრის პარკინგის ზონით.