მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაკეთებთ ყველაფერს, რათა პუტინის წამოწყება კრახით დასრულდეს - ჯონსონი

6221da6ac2565
მარიამ ვარადაშვილი
04.03.22 13:25
719
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მომხდარ ხანძარს გამოეხმაურა, რომელსაც წუხელ ღამით რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს.

“ქვეყნები მთელ მსოფლიოში, მათ შორის უკრაინა ჩვენთან იყო. დღეს ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდში და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია იმისთვის, რომ პუტინის ბარბაროსული წამოწყება კრახით დასრულდეს”, - წერს ჯონსონი "ტვიტერზე".

ჯონსონმა ასევე გაიხსენა სოლსბერიში მომხდარი შემთხვევა, რამაც მისი განცხადებით, დიდი ბრიტანეთი შეძრა. 2018 წელს ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი თავის შვილთან ერთად "ნერვული აგენტით" მოწამლეს სოლსბერიში.

რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი წუხელ ღამით გაუხსნეს, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. ის ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია და 6 ენერგობლოკს მოიცავს.