მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაკეთებთ ყველაფერს, რომ სააღდგომო დღესასწაულებამდე სიტუაციას გავუმკლავდეთ" - გიორგი გახარია

5e81f953e27a1
ინგა მურუსიძე
30.03.20 18:03
777
„ვაკეთებთ ყველაფერს, რომ სააღდგომო დღესასწაულებამდე სიტუაციას გავუმკლავდეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გამკაცრების გადაწყვეტილებები მიღებულია იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად გაუმკლავდეს მთავრობა ვირუსის გავრცელების ახალ, შიდა გავრცელების ეტაპს.

„გვაქვს იმედი, ვცდილობთ, ვმოქმედებთ იმისთვის, რომ დისკომფორტი და უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ სააღდგომო დღესასწაულებამდე გავუმკლალვდეთ, თუმცა ამის გარანტია არათუ საქართველოში, არამედ გლობალურად მსოფლიოში არ არსებობს. იმედია, ჩვენი დღევანდელი ნაბიჯები და ის დამოკიდებულება, რასაც ჩვენი მოქალაქეები გამოავლენენ, მოგვცემს საშუალებას, რომ მდგომარეობა ასე თუ ისე, შედარებით მოვაგვაროთ“, - განაცხადა გახარიამ.