მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაკიდან მესტიამდე - სად ცხოვრობს ყველაზე მეტი/ნაკლები სოცდაუცველი საქართველოში

5f698f9d95919
BM.GE
22.09.20 18:55
889
საქართველოში მოსახლეობის 19% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი სოციალურ დახმარებაზე არის დამოკიდებული. ყველა სოციოლოგიური კვლევის მიხედვით სიღარიბე ერთ-ერთი წამყვანი ეროვნული პრობლემაა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოში საარსებო შემწეობა 493 088 ადამიანმა მიიღო, რაც საქართველოს მოსახლეობის 13%-ია. წლიურად სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 14 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. 

საქართველოში სიღარიბე უმეტესად რეგიონულ პრობლემას წარმოადგენს, არაერთ მაღალმთიან დასახლებაში სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეგისტრირებული მოსახლეობის 50%-საც აჭარბებს. სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობასთან მიმართებით ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი მესტიის რაიონშია, სადაც საარსებო შემწეობას მაცხოვრებელთა 59% იღებს. ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიღარიბე კი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონშია, სადაც შემწეობას მოსახლეობის 3.8% იღებს, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, ორ რაიონში, მცხეთასა და ახალქალაქში მოსახლეობის კიდევ უფრო ნაკლები ნაწილი იღებს სოციალურ შემწეობას ვიდრე - ვაკე-საბურთალოზე. 

20 ადმინისტრაციული ერთეული, სადაც მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით ყველაზე მეტი ადამიანი იღებს საარსებო შემწეობას:

1. მესტიის რაიონი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 59.6%, 5 544 ადამიანი;
2. ამბროლაურის რაიონი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 46.9%, 4 176 ადამიანი;
3. ონის რაიონი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 46.8%, 2 853 ადამიანი;
4. ლენტეხის რაიონი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 45.5%, 2 000 ადამიანი;
5. ცაგერის რაიონი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 40.4%, 4 165 ადამიანი;
6. ქედის რაიონი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 37.6%, 6 360 ადამიანი;
7. ხულოს რაიონი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 35.8%, 8 420 ადამიანი;
8. ზუგდიდის რაიონი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 33.8%, 21 056 ადამიანი;
9. ხარაგაულის რაიონი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 33.7%, 6 562 ადამიანი;
10. თეთრი წყაროს რაიონი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 31.7%, 6 652 ადამიანი;
11. დმანისის რაიონი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 29.9%, 5 682 ადამიანი;
12. ჭიათურის რაიონი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 29.8%, 11 862 ადამიანი;
13. შუახევის რაიონი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 29.4%, 4 465 ადამიანი;
14. წალენჯიხის რაიონი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 25.8%, 6 784 ადამიანი;
15. დუშეთის რაიონი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 25.6%, 6 541 ადამიანი;
16. ჩოხატაურის რაიონი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 25.3%, 4 831 ადამიანი;
17. მარტვილის რაიონი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 24.5%, 8 195 ადამიანი;
18. ახმეტის რაიონი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 24.4%, 7 638 ადამიანი;
19. ქარელის რაიონი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 22.2%, 9 181 ადამიანი;
20. ხონის რაიონი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 21.9%, 5 178 ადამიანი;

10 რაიონი/ქალაქი, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობასთან შედარებით ყველაზე ნაკლები იღებს საარსებო შემწეობას:

1. მცხეთა - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 2.8%, 279 ადამიანი;
2. ახალქალაქის რაიონი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 3.6%, 1 634 ადამიანი;
3. ვაკე-საბურთალოს რაიონი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 3.8%, 9 225 ადამიანი;
4. ახალციხე - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 4%, 874 ადამიანი;
5. ქუთაისი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 4.9%, 7 281 ადამიანი;
6. თერჯოლის რაიონი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 5.3%, 1 883 ადამიანი;
7. ფოთი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 6.1%, 2 543 ადამიანი;
8. ნინოწმინდის რაიონი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 6.2%, 1 528 ადამიანი;
9. გორი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 6.9%, 3 387 ადამიანი;
10. რუსთავი - შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 7%, 8 693 ადამიანი;

ცნობისთვის: მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში საარსებო შემწეობის სახით ბიუჯეტიდან 223,529,535 ლარი გაიცა. აღნიშნული პროგრამით ყოველთვიურად საშუალოდ 132 000 ოჯახი სარგებლობს.