მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაკის პარკი ბილიკებით კუს ტბას დაუკავშირდება - რატომ ჯდება პროექტი 20 მილიონი?

5e3bf0bef0cbd
ინგა მურუსიძე
06.02.20 15:00
2368
თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, ვაკის პარკში ორი ძირითადი პროექტი განხორციელდება.

ბითაძის განმარტებით, პირველი პროექტი არის კასკადის რეაბილიტაცია, რომელიც ცალკე პროექტად გამოცხადდება.

„განხორციელდება წლების განმავლობაში ამორტიზებული კასკადის რეაბილიტაცია, ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ კასკადი დაბრუნდება პირვანდელ მდგომარეობაში, წყლის სივრცე ბევრად ვრცელი იქნება და ა.შ. სიახლე, რასაც ვაკის პარკის მიმართულებით მოსახლეობას შევთავაზებთ, ეს იქნება ის უნიკალური ურბანული ტყე, რომელიც ვაკის პარკს დააკავშირებს ბილიკებით კუს ტბასთან. ეს იქნება უნიკალური, ახალი სივრცე“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, ვაკის პარკის რეაბილიტაციისას გათვალისწინებული იქნება უკვე არსებული კვების თუ საგანმანათლებლო ობიექტები, რომელიც პარკშია განთავსებული, თუმცა ვაკის პარკის ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტი არ მოიცავს რაიმე საგანმანათლებლო, ან კვების ახალი ობიექტის მშენებლობას. მერის მოადგილის მტკიცებით, მერიის მიზანია, რომ როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე დენდროლოგიური მნიშვნელობა იყოს განახლებული.

რაც შეეხება პროექტისთვის გამოყოფილ 20 მილიონ ლარს, მაია ბითაძის განმარტებით, ვაკის პარკი არის ერთ-ერთი უდიდესი ჰიდროლოგიური ნაგებობა, რომელიც ძალიან დიდი სირთულით გამოირჩევა როგორც წყალმომარაგებით, ასევე ექსპლუატაციის კუთხით, მოხდება ასევე წყლის რეზერვუარის შექმნა, რომელიც წყლის ბრუნვის ალტერნატიულ წყაროს შექმნის ვერეს ხეობისთვის.