მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაკის პარკის რეაბილიტაციას კომპანია “დაგი” განახორციელებს

5f3153e031d04
სალომე მეცხვარიშვილი
11.08.20 09:00
4521
ვაკის პარკის რეაბილიტაციას კომპანია “დაგი” განახორციელებს. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში სწორედ “დაგი ჯგუფმა” გაიმარჯვა. სახელმწიფო შესყიდვის საწყისი ღირებულება 19.9 მილიონი ლარი იყო, კომპანიამ კი მუნიციპალიტეტს სამუშაოების განხორციელებისთვის 16 784 244 ლარი შესთავაზა. “დაგიმ” 5 პრეტენდენტს შორის ყველაზე დაბალი ფასი წარადგინა და გაიმარჯვა.

პროექტი თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდება და თანხის ძირითადი ნაწილი - 92,48%- 2021 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

ვაკის პარკის რეაბილიტაცია გულისხმობს გამწვანებას, ბავშვებისთვის ატრაქციების მოწყობას, სხვადასხვა ინფრასტუქტურის მშენებლობასა და განთავსებას და ა.შ.

სახელმწიფო შესყიდვა 22 ივნისს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 24 ივლისს დასრულდა.