მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

640476d6e4eb0
თამთა ჯიჯავაძე
05.03.23 14:58
3323
ვაკის პარკში შადრევნის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი გიგა გიგაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს. 

ცნობისთვის, დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ბრალდება წარუდგინა. ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -“გრინსერვის +”-ს, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და "მშენექსპერტს“.

შეგახსენებთ, ვაკის პარკის ტრაგედიის გამო, გიგა გიგაშვილმა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტი გასული წლის ოქტომბერში დატოვა.