მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაკის პარკში 9-სართულიანი შენობა ვერ აშენდება - კალაძე

637f2bc1a6545
ინგა მურუსიძე
24.11.22 12:39
1078
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ რა ეტაპზეა მოლაპარაკებები ვაკის პარკთან მიმართებით.

„ერთადერთი, რაც გადაწყვეტილად შემიძლია ახლა გითხრათ, არის ის, რომ ვაკის პარკში 9-სართულიანი შენობა-ნაგებობა არ და ვერ აშენდება. ეს ყოველთვის იყო პარკის ტერიტორია, პარკის ნაწილი და ამ ფორმით დარჩება თბილისს და თბილისელებს“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ: ვაკის პარკში არსებობს სადავო ტერიტორია, რომელზეც როგორც ინვესტორი კომპანია ირწმუნება, 2013 წელს სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვაა გაცემული. პროექტი სასტუმრო „ბუდაპეშტი“ ამავე სახელობის კომპანიამ უნდა განახორციელოს, თუმცა თბილისის მოქმედი მთავრობა ამაზე უარს აცხადებს. მოლაპარაკებები უკვე მესამე წელია გრძელდება, თუმცა როგორც ინვესტორი ამბობს, ის ჩიხშია შესული და მისი, როგორც მესაკუთრის უფლებები ირღვევა, რადგან საკუთრებით ვერ სარგებლობს.