მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაკის პარკში სასტუმროს ნაცვლად რესტორანი "ბუდაპეშტი" აშენდება - ინვესტორის შეთავაზება მერიას

5e4a36d8da1b6
თელარა გელანტია
17.02.20 10:34
2611
ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ნაცვლად რესტორანი აშენდება. ამის შესახებ სასტუმრო “ბუდაპეშტის” წარმომადგენელმა გიორგი ზაქაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ინვესტორი ვალდებულებას იღებს, აღადგინოს 1958 წელს აშენებული რესტორანი "ბუდაპეშტი".

"ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იქიდან გამომდინარე, რომ მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციას გეგმას", - განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, რომ ნებართვა სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობაზე 2013 წელს გაიცა. მშენებლობა არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივამ” გაასაჩივრა, თუმცა საბოლოოდ, 2018 წელს კომპანიამ სასამართლო მოიგო. მას შემდეგ, მერიასთან შეთანხმების საფუძველზე, სასტუმროს მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა. ცნობისთვის, სასტუმრო “ბუდაპეშტის” პროექტის მთლიანი ღირებულება 22 მლნ დოლარია. 5 მლნ დოლარი პროექტში უკვე ჩადებულია.