ქართული ფარმაცევტული კომპანია „აბი ფარმი“ ადგილობრივ ბაზარზე 4 წელია ოპერირებს. კომპანია 20 დასახელების სხვადასხვა ჯგუფის სტერილურ საინექციო ანტიბიოტიკებს აწარმოებს, რომელიც ძირითადად ჰოსპიტლებში გამოიყენება. პროდუქცია მზადდება როგორც ადგილობრივი ასევე საექსპორტო ბაზრისთვის.
როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ჭანკოტაძე BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, 2 კვირის წინ ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განკარგულების საფუძველზე ფარმაცევტულ კომპანიებს მედიკამენტების ექსპორტი შეეზღუდათ, შესაბამისად ფარმაცევტული საწარმო უცხოელ პარტნიორებთან ხელშეკრულებით გაწერილი ვალდებულებების შესრულებას ვეღარ ახერხებს.
„მიზეზი არის ერთი, რომ არ შეიქმნას შიდა ბაზარზე საწარმოო პრეპარატებზე დეფიციტი, ჩვენს შემთხვევაში ანტიბიოტიკებზე. ჩვენ თანამედროვე ტიპის მედიკამენტებს ვაწარმოებთ და გარკვეულწილად გვესმის ამ შეზღუდვის მნიშვნელობა.
თუმცა, ჩვენ გვაქვს საექსპორტო ვალდებულებები, რომელიც არ სრულდება ჩვენი მხრიდან ამ შეზღუდვების გამო, თუმცა იმედს გვაძლევენ, რომ ინდივიდუალურად იქნება ეს ყველაფერი განხილული და ამორჩევით გაუშვებენ, შეამოწმებენ, ჯერ რა გადის ექსპორტზე, მერე შეიძლება ითხოვონ მარაგების არსებობის დადასტურება. ალბათ არ ჰქონდათ იმის დრო, რომ დაწვრილებით შეესწავლათ რა გავიდოდა, რა არ გავიდოდა და გამოსცეს ასეთი ბრძანება, რომელმაც ყველა დასახელების მედიკამენტის ექსპორტი შეაჩერა.
ჩვენ მივმართეთ ბიზნესომბუდსმენსაც და პრემიერ-მინისტრამდეც მივიდა წერილი. და შეტყობინებაც გვაქვს რომ გიორგი გახარიამ ნება დაგვრთო გაგვეტანა ექსპორტზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოიცა ტიკარაძის ბრძანება მედიკამენტების აკრძალვის შესახებ“, - ამბობს ირაკლი ჭანკოტაძე.
„აბი ფარმის“ გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ მათ მიერ წარმოებული მედიკამენტები ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღდეგო მკურნალობაში გამოიყენება და რომ ერთ-ერთი დასახელების მედაკამენტი აღიარებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის ინფიცირებულთა მკურნალობისთვის.
„ექსპორტზე გაგვაქვს პროდუქცია სომხეთში, ერაყში, სომალიში და უზბეკეთში. საკონტრაქტო ვალდებულებები გვაქვს თითოეულ ქვეყანასთან, მაგალითად უზბეკეთის შემთხვევაში 2 მლნ დოლარის ღირებულების მედიკამენტები უნდა შევიტანოთ. მიმდინარე ვალდებულებებს ვერ ვასრულებთ და შემდეგ მოგვიწევს დაწევა.
თანადგომა გამოვუცხადეთ ჯანდაცვის სამინიტროს პანდემიასთან ბრძოლასთან დაკავშირებით და განვაცხადეთ, რომ მედიკამენტების მარაგები გვაქვს. თუ არ გახუთმაგდა მოხმარება, მარაგები გასული წლის მოთხოვნებიდან გამომდინარე გვაქვს, ასევე გვაქვს ექსპორტის მიმართულებით განსაზღვრული მოცულობები.
თუ გაიზრდება მოთხოვნა, ჩვენ დაგვჭირდება, საზღვარგარეთდან ნედლეულის შეძენა, რომ ვაწარმოოთ ახალი მედიკამენტები. ბრუნვა გვჭირდება ყველა შემთხვევაში, ექსპორტის შეფერხება კი აფერხებს ბრუნვას.
20 დასახელების სხვადასხვა ჯგუფის ანტიბიოტიკს ვაწარმოებთ. ბოლო პროტოკოლით ერთ-ერთი ანტიბიოტიკი მსოფლიოში აღიარებული გაიდლაინებით გამოიყენება კორონავირუსის მკურნალობისთვის სხვა მედიკამენტებთან ერთად“, - უთხრა BM.GE-ის ირაკლი ჭანკოტაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი