მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალერი ჩეხერია - მივიღეთ გარკვეული დაპირებები საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით

5e6a739be04c7
BM.GE
12.03.20 21:46
3456
როგორც ყოველთვის პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ ის მხარდაჭერა და დაპირება, რომელიც ძალიან გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლები შევინარჩუნოთ, ასევე მივიღეთ გარკვეული დაპირებები საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ, პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჩეხერიამ განაცხადა, ბიზნესის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ და შეინარჩუნონ თანამშრომლები.

„შეხვედრა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ეხებოდა. ჩვენ, როგორც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები პრობლემა ძალიან შეგვეხო, პირველივე დღიდან იყო სასტუმროს ნომრების გაუქმება და მოგვიწია გარკვეული ოთახები დაგვეხურა. შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური, როგორც ყოველთვის პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ ის მხარდაჭერა და დაპირება, რომელიც ძალიან გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლები შევინარჩუნოთ. ასევე მივიღეთ გარკვეული დაპირებები საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით, იმ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომელიც წელს გვაქვს შესასრულებელი, არ იქნება ამასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ძალიან მალე შევამსუბუქებთ ამას და ძალიან მალე ეკონომიკურ წინსვლას ვნახავთ ქვეყანაში. პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო რეკომენდაცია, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს თანამშრომლებს და ძალიან კარგად გვესმის სახელწიფოს ზრუნვა ამ მიმართულებით“, - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.