მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალერი ჩეხერია: "ჩვენ არასდროს გაგვიკეთებია რეკლამა რუსეთის ბაზარზე"

5e0affa515f0c
ვიქტორია მღებრიშვილი
31.12.19 12:42
1786
ჩვენ არასდროს გაგვიკეთებია რეკლამა რუსეთის ბაზარზე - ამის შესახებ BM.GE-ისთან საუბრისას „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ 2019 წლის შეფასებისას განაცხადა.

BM.GE-ის კითხვაზე, რამდენად მზად იყო „აჭარა ჯგუფის“ სტუმარმასპინძლობის ბიზნესი რუსეთის მიერ ამოქმედებული ავიასანქციებისთვის, ვალერი ჩეხერია ამბობს, რომ კომპანიას არასდროს ჰქონია სწორება მხოლოდ ერთი მიმართულებით და ერთ ბაზარზე დამოკიდებულების რისკის გათვალისწინებით, მათი მარკეტინგული კამპანიები ახალი ბაზრების ათვისებისკენაა მიმართული.

„სიმართლე გითხრათ, ყოველთვის ველოდით, რომ ერთ დღეს რუსეთი გაიღვიძებდა და იტყოდა, რომ შეიძლება ფრენები გაუქმდეს. ამიტომ, ჩვენ არასდროს გაგვიკეთებია რეკლამა რუსეთის ბაზარზე. ის დატვირთვა, რომელიც მოდიოდა, იქიდან გამომდინარე, რომ იცნობდნენ ჩვენ ბრენდს და მართლაც კარგი მომხმარებელი გვყავდა რუსეთიდან, თუმცა ჩვენ აქტიურობა არ გვქონია ამ ბაზარზე“, - უთხრა BM.GE-ის ვალერი ჩეხერიამ.

„აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კომპანიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარდა ახალი სასტუმროების გახსნისა, ახალი ბაზრების ათვისების მიმართულებითაც მუშაობენ.

„ჩვენ მაინც ევროპულ ბაზრებზე ვფოკუსირდებით და ახალ მიმართულებაზე. გვინდა, რომ ამერიკის ბაზარი წამოვიყვანოთ თუ პირდაპირი ფრენები იქნება, რაზეც ტურიზმის ადმინისტრაცია მუშაობს; ეს იქნება ძალიან კარგი და მაშინ მივიღებთ ნაკადს. ისე გვაქვს შანსი, რომ ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან ერთად თუ მოვახერხებთ მაგალითად, ტური გავაკეთოთ საქართველო - აზერბაიჯანი - თურქეთი - სომხეთი, თუმცა ეს დიდ ნაკადს ვერ გვაძლევს მაინც. ამიტომ თუ პირდაპირი ფრენები დაიწყება, ვემზადებით, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ამერიკის ბაზარზე“, - დააანონსა ვალერი ჩეხერიამ.