06.მარტი .2020 15:07

ვალერი ჩეხერია: კორონავირუსის გამო, „აჭარა ჯგუფის“ დანაკარგი 2 მლნ ლარი იქნება

views 604
უკან

„კორონავირუსის გავლენით შექმნილი მდგომარების გამო, „აჭარა ჯგუფის“ დანაკარგი 2 მლნ ლარი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განუცხადა.

მისი თქმით, სასტუმროების ბიზნესისთვის, დაახლოებით, კიდევ ორი თვე კრიტიკული იქნება.

„დანაკარგი დიდია, იმიტომ რომ ამ პერიოდში ტურისტები თავს იკავებენ ჩამოსვლისგან და უქმდება ასევე საკონფერენციო ჯავშნებიც, რაც ბიზნეს ტურიზმის ნაწილია, თუმცა პოზიტიური მხარეც გვაქვს -ახლაც სანამ წამოვიდოდი, კეთდება ახალი ჯავშნები; მაისი, ივნისი, ივლისი აქტიური პერიოდია როგორც - ტურისტული ჯგუფების, ასევე ბიზნეს ჯავშნების მიმართულებითაც“, - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.