მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალერი ჩეხერია: პოლიტიკური პროცესების გამო სასტუმროებში ჯავშნები უქმდება

5de1497f71371
დავით ჯალაღონია
29.11.19 21:03
2122
"აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ჩეხერიას განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ტურიზმის სექტორს უკვე დაეტყო და სასტუმროებში ჯავშნები უქმდება.

"ძალიან ეტყობა ტურიზმის სექტორს ეს ვითარება. ძალიან ბევრია გაუქმებები, არასტაბილური მდგომარეობა ყოველთვის პირდაპირ გადმოდის სასტუმროს დატვირთულობაზე, კონფერენციების გაუქმებაზე და ა.შ. რასაკვირველია, ის ტურბულენტობა, რაც ქვეყანაშია, გადმოდის იმ ბიზნესზე, რაც არის ტურიზმის მიმართულება, რადგან სტაბილურობა, სიმშვიდე არის ტურიზმის განვითარების წინაპირობა. ასე რომ იმედია, ძალიან მალე, კალაპოტში ჩავდგებით და დატვირთულობა ისევ აიწევს", – აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ BM.GE–სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო პროექტი საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო, რის გამოც ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო.