მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

,,ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის ამუშავება ისევ გადავადდა, “კარწახი“ სრული დატვირთვით მუშაობს

6291e2272c7e8
ნინო ტაბატაძე
28.05.22 12:45
2782
,,ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის ამუშავება ისევ გადავადდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიზეზი თურქეთის მხარეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

თურქეთის მხარე აცხადებს, რომ  „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტზე სამუშაოებს ივლისის ბოლოს დაასრულებს და საბაჟოც იმ დროისათვის გაიხსნება.

ამ დროისათვის, საზღვრის კვეთის პროცედურები შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“ მიმართულებით, რომელიც განსაკუთრებულ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობს. უწყების ცნობით გაზრდილია ,,კარწახის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟეთა რაოდენობა. მათ შორის გადმოყვანილია მებაჟე ოფიცირების რაოდენობა „ვალეს“ პუნქტიდან.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში „კარწახის“ გავლით საქართველოში შემოვიდა 5000-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება და საქართვლოდან გავიდა 9200-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი", - აცხადებს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,კარწახის" უფროსი ზურაბ ინასარიძე.   

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით "კარწახის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული სატვირთო ავტომობილების რაოდენობა 233 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის მაისის თვის მაჩვენებელს, ხოლო საქართველოდან გატანილი ტვირთბრუნვის მანაცემებში 513%-იანი მატება აღინიშნება.