„საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ კვაჭაძეების ოჯახს მოგებული ჯეკპოტი - 1 182 454 ლარი, გუშინ საზეიმო ვითარებაში გადასცა.
ჯეკპოტის - 1 182 454 ლარის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე კვაჭაძეების ოჯახი ბათუმიდან თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა. მილიონ ლარზე მეტი ჯეკპოტის გადაცემისას იყო ბევრი ემოცია - სიხარული, ცრემლნარევი ბედნიერება და გაოგნებაც კი, გაოგნება, რადგან 2 ლარად „ლოტო 6/42“-ის შეძენილი ბილეთით მოგებული მილიონის ისტორია მართლაც რომ კეთილ ზღაპარს ჰგავს. თუმცა, კვაჭაძეების ოჯახის ამბავი რომ რეალურია, ეს ყველაზე მეტად თავად კვაჭაძეების ოჯახმა იცის - სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე მათ „საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ მოგებული ჯეკპოტი უკვე ჩაურიცხა.
პირველი, რასაც კვაჭაძეების ოჯახი მოგებული მილიონით გააკეთებს, ბათუმის ბენზეს დასახლებაში დაგირავებულ საგვარეულო ბინას გამოიხსნის, გაარემონტებს და ცხოვრებასაც მშობლიურ ბინაში გააგრძელებს. დარჩენილი მილიონის ნაწილით კი, ოჯახი ძალიან ბევრი სურვილის ასრულებას შეძლებს.
სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება მომავლის შიშითა და გაჭირვებით სავსე ცხოვრება.
„ლოტო 6/42“-ში მილიონის მოგებამდე კვაჭაძეების ოჯახმა საკმაოდ რთული გზა გაიარა, გზა კათარზისიდან მილიონამდე. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, ვალიკო ბაბუ საკვებისთვის ყოველდღე სოციალურ სასადილოში დადიოდა და გზად მდებარე ჯიხურში ლატარიის ბილეთს ყიდულობდა, იმის იმედით, რომ მოიგებდა და დაგირავებულ ბინას გამოიხსნიდა. ოჯახი დევნილთა დასახლებაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
18 იანვარს 2 ლარად შეძენილი „ლოტო 6/42“-ის ბილეთმა კვაჭაძეების ოჯახს ყველაზე სანუკვარი ოცნების ასრულების შესაძლებლობა მისცა და მათი ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალა - კვაჭაძეებისთვის გზა სოციალურად დაუცველობიდან მილიონერობამდე ლატარიის კომპანიაზე გავიდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ