მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვამბობდი, ზედმეტია-მეთქი, მაგრამ ამხელა ყუმბარები თუ გადმოცვივდებოდა, არავინ ელოდა"

5ea54d49bbb23
სალომე მეცხვარიშვილი
26.04.20 13:00
1243
ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ეროვნული ბანკის პოლიტიკას აფასებს. მისი თქმით, შარშან ეროვნული ბანკი არაერთხელ მოყვა კრიტიკის ქარცეცხლში და თავადაც ჰქონდა შენიშვნები იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც ცენტრალური ბანკი ახორციელებდა. იგულისხმება რეგულაციები ფიზიკური პირების დაკრედიტების ნაწილში, რამაც გაართულა სესხების აღება.

“მეც რაღაც ნაწილში არ ვეთანხმებოდი ხოლმე: საკუთარ სიტყვებს გავიმეორებ და გეტყვით - “ძალიან დიდ ჯავშანს ადებს საფინანსო სისტემას-მეთქი სებ-ი. ამ დონის ყუმბარები და რისკები არ ცვივა-მეთქი” - ვიძახდი. თუმცა, თუ ამხელა ყუმბარები გადმოცვივდებოდა, არავინ ელოდა. აღმოჩნდა, რომ ეროვნულოი ბანკის იმ დროისთვის ზედმეტი სიფრთხულე დღეს გამოგვადგა, რომ საბანკო სისტემა არის ერთმნიშვნელოვნად მყარი და დაცული.

ამ კუთხით მათ შორის დედოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, იგივე დოლარზე სარეზერვო მოთხოვნების გაზრდა - კურსის ასეთი მერყეობის პირობებში, ესეც დამცავ მექანიზმად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

არ ვიჩქარებდი და ამ ნაწილში არ დავუყენებდი მოთხოვნებს (ეროვნულ ბანკს). ჯერ კიდევ უნდა შევხედოთ”,- აღნიშნა მინისტრმა, თუმცა, აქვე დასძინა, რომ სამომავლოდ მაინც მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებისკენ უნდა განვეწყოთ.