მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვანო მაჭავარიანი - "ლუკოილში" რიგითი შემოწმება მიმდინარეობს

5e09bcbf71ed8
ინგა მურუსიძე
30.12.19 13:05
1132
ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი განმარტავს, რომ ნავთობკომპანია "ლუკოილში" რიგითი შემოწმება მიმდინარეობს.

ამის შესახებ მაჭავარიანმა Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორისთვის გიორგი ისაკაძისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ახლა რომელიც მიმდინარეობს, ჩვეულებრივი, რიგითი შემოწმებაა. გიდასტურებთ, რომ ანგარიშფაქტურების საქმეს არ უკავშირდება", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ასევე ადასტურებენ, რომ კომპანია "ლუკოილში" საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, თუმცა რას უკავშირდება აღნიშნული მოქმედებები, ამაზე, ჯერჯერობით, არ საუბრობენ.

"ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რა აიტერესებდა საგამოძიებო სამსახურს", - ამის შესახებ BM.GE-ის ნავთობკომპანია Lukoil-ში განუცხადეს. 

"საგამოძიებო სამსახური ერთი დღით იყო შემოსული და რაღაც საბუთები წაიღეს. რა საბუთებია - არ ვიცით, ამას ვერ გეტყვით", - აცხადებენ Lukoil-ში.