13.მარტი .2020 15:25

ვანო მაჭავარიანი - მერყეობა ბუნებრივია, არც ლარია გამონაკლისი და არც ჩვენი ქვეყანა

views 181
უკან

საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ ველოდებით კურსის დასტაბილურებას, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, ვალუტის კურსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე გვაქვს გაურკვევლობა გამოწვეული პანდემიასთან და მიდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„მერყეობა ბუნებრივია, არც ლარია გამონაკლისი და არც ჩვენი ქვეყანა. საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ ველოდებით დასტაბილურებას და იგივე პერესპექტივაში თუ საჭირო იქნება ინტერვენცია, ეროვნულ ბანკთან ერთად ამას განვიხილავთ, თუმცა ეს დღეს და ხვალ გასაკეთებელი ნაბიჯი არ არის“, - განაცხადა მაჭავარიანმა.