"ამ ეტაპზე, მაღალინფლაციურ გარემოში საბანკო რეგულაციებს არ გადავხედავდი, სამომავლოდ ვნახოთ“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა პარლამენტში დეპუტატების იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ე.წ. საბანკო რეგულაციების შერბილებას შეეხებოდა.
მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის საბანკო რეგულაციების „მხურვალე და სრული მხარდამჭერი“ არასდროს ყოფილა, მაგრამ განმარტა თუ რატომ არაა დღეს რეულაციების შერბილების მომხრე.
„მოდი, განვიხილოთ სად ვართ და რა სიტუაცია გვაქვს დღეს. ე.წ. საბანკო რეგულაციები თავისი ბუნებით იყო დეფლაციური მოვლენა ანუ წვდომას ფინანსებთან უზუდავდა ადამიანებს, შესაბამისად, იდეაში ლარის გამყარებისკენ მიმართული რეგულაცია იყო და არაინფლაციური. ამის ფასი შეიძლება ყოფილიყო ეკონომიკური ზრდის შემცირება. ამაზე იყო საუბარი, რამდენად შეამცირებს, დიდი ხომ არ იქნება ეს შემცირება და ა.შ. აქ შეიძლება ყოფილიყო აზრთა სხვადასხვაობა;
ხოლო დღეს ჩვენ რა გამოწვევაც გვაქვს, ამ რეგულაციებთან კავშირში არაა; პირიქით, ამ რეგულაციებმა ინფლაციის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა თავის დროზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოხდა ლარის მაღალი გაუფასურება, რაც ინფლაციაში გადაიზარდა. შესაბამისად, ამ რეგულაციების ნეგატიური წვლილი იმ მდგომარეობაზე, რაც ახლა გვაქვს, არ არის.
რაც შეეხება იმას, რამდენად შეგვიჩერა რეგულაციებმა ეკონომიკური ზრდა, აქაც ციფრები საკმაოდ შთამბეჭდავია ანუ ეკონომიკური ზრდა არ შენელებულა. ჯერჯერობით, ციფრები საკმაოდ მაღალია და იმედია, ასე გაგრძელდება.
ამდენად, მე მგონია, რომ ამ ეტაპზე, ამ კონტექსტში - მაღალინფლაციურ გარემოში ზუსტად რომ ამ საბანკო რეგულაციებს არ გადავხედავდი, სამომავლოდ ვნახოთ“, - განაცხადა მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქები საცხოვრებლად
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი