მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვანო მაჭავარიანმა და აზერბაიჯანის ელჩმა ახალი საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობაზე ისაუბრეს

602288a98fcd0
BM.GE
09.02.21 17:02
652
ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში - ეს იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანსა და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრის მთავარი თემა.

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც სამაგალითო მეგობრობასთან ერთად, საერთო ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები აკავშირებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო და სატრანსპორტო სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობას.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებული რელიზიდან ირკვევა, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობის პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვნად დაჩქარდეს და გამარტივდეს საზღვრის კვეთის პროცედურები, გამყარდეს ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კავშირები და სავაჭრო პოზიციები.

როგორც აღინიშნა, ორ პარტნიორ უწყებას აქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო გაფართოვდეს მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლის არეალი, გაიზარდოს საბაჟო პროცედურების მართვის ეფექტურობა და სხვა.

საუბარი, ასევე, შეეხო პანდემიის პირობებში, საბაჟო ადმინისტრაციებს შორის კოორდინაციის საკითხებს, რამაც უზრუნველყო არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის, არამედ მთლიანად რეგიონში, ტვირთების შეუფერხებელი მიწოდება.

მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორივე ქვეყანა წარმატებით შეძლებს COVID-19-ის პანდემიის გავლენის შემცირებას და ეკონომიკის აღდგენას.