მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვანო ზარდიაშვილი სახელმწიფო კომპანია "ენერგოტრანსის" დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

5decd4dc39d4a
შოთა ტყეშელაშვილი
08.12.19 14:46
4241
2019 წლის 12 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა “ქართული ოცნების” წევრისთვის ვანო ზარდიაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირა მხარი.

როგორც ირკვევა, პარლამენტიდან წასული ზარდიაშვილი უფლებამოსილების შეწყვეტიდან მალევე სახელმწიფოს კუთვნილ კომპანიაში - “ენერგოტრანსში” დასაქმდა და ამჟამად კომპანიის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებს.

ვანო ზარდიაშვილის ახალი თანმდებობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “ტვ პირველმა” გაავრცელა, რომელიც ვანო ზარდიაშვილს დაუკავშირდა, თუმცა ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ საჯარო მოხელე აღარაა და მედიის კითხვებს არ უპასუხებს.

შპს „ენერგოტრანსის“ 100%-იანი წილის მფლობელია “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”.

“ენერგოტრანსის” მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, კომპანიის აქტივები 248,678,000 ლარს შეადგენს. 2018 წლის განმავლობაში კომპანიამ 42,883,000 ლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა, ეს თანხა ხარჯების დაფასარად საკმარისი არ აღმოჩნდა, რის გამოც, “ენერგოტრანსის” ზარალმა 27,815,000 ლარი შეადგინა.