მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვანში სპეციალური რეჟიმი ამოქმედდება

5e8d9bc327a30
ინგა მურუსიძე
08.04.20 13:37
1325
ვანის მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს შეამოწმებენ, ხოლო შესასვლელში გამშვები პუნქტი მოეწყობა, - ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„არის რამდენიმე ახალი შემთხვევა, მათგან ერთი უკავშირდება ვანის მუნიციპალიტეტს, დადგენილია კონტაქტები და მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ახლა მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოღებული იყოს იგივე ვითარება, რაც საქართველოს დანარჩენ 9 რეგიონში მოქმედებს. დაიწყება მასობრივი თერმოსკრინინგი, მოეწყობა მუნიციპალიტეტის შესასვლელში სპეციალური გამშვები პუნქტები, სადაც მოხდება მოქალაქეების შემოწმება და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ასე მოხდება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.