მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვაქცინა დღესვე რომ იყოს ხელმისაწვდომი, მოსახლეობის დიდი ნაწილი მას ხვალვე არ გაიკეთებს”

5fc0ceca65200
ინგა მურუსიძე
27.11.20 14:00
612
ვაქცინა დღესვე რომ იყოს ხელმისაწვდომი, მოსახლეობის დიდი ნაწილი ხვალვე არ მივა მის გასაკეთებლად, - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო იმისთვის, რომ საქართველომ ვაქცინა ერთ-ერთმა პირველმა მიიღოს.

თემაზე საუბრისას მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ვაქცინის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - სხვა ქვეყნებშიც.

"ბევრი კითხვა ისმის ვაქცინის მოსალოდნელ დადებით და უარყოფით შედეგებზე. ამაზე მეცნიერები გვპასუხობენ, მაგრამ საჭიროა კომუნიკაცია. ვაქცინა ჩვენთვის არის იმედის სხივი და ამ ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი. ვმუშაობთ ყველა დონორ ორგანიზაციასთან, რომ "კოვაქსის" პლატფორმის ფარგლებში ჩვენთვის განკუთვნილი 700 ათასი ვაქცინა მივიღოთ მაშინვე, როგორც კი "კოვაქსი" ვაქცინების განაწილებას დაიწყებს. ასევე, ვმუშაობთ ინდივიდუალურად, წარმატებულ კომპანიებთან, რომ ვაქცინა შემოვიდეს დროულად“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, როგორც კი ვაქცინა შემოვა, მნიშვნელოვანი იქნება ყველას ჩართულობა საინფორმაციო კუთხით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას.

covid-ვაქცინა, რომელშიც საქართველო $17 მილიონს იხდის, მოქალაქეებისთვის უფასო იქნება