მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო - ამ დროისთვის სულ 36 056 მოქალაქეა აცრილი

6083e36db488c
თელარა გელანტია
24.04.21 13:39
776
24 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 36 056 მოქალაქეა აცრილი.
ინფორმაციას NCDC აქვეყნებს.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად შეგიძლიათ ეწვიოთ booking.moh.gov.ge-ს ან დარეკეთ ნომერზე 1522.

შეგახსენებთ: ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. საქართველო, ჯერჯერობით, „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს იყენებს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 007 პირი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 463 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 284 749-მდე გაიზარდა.

ჩატარებული ტესტირების შედეგად კი, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 250 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 302 785-ს.