მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ვინც გვიყვარს, ისევ ჩვენთან გვყავდეს“

609fb4327f823
თამთა ჯიჯავაძე
15.05.21 17:00
800
საბედნიეროდ გვირაბის ბოლოს გამოჩნდა სინათლე, რაც მგონია რომ ჩვენი მეცნიერების დიდი წარმატებაა. ეს არის ვაქცინაცია, - ამის შესახებ GPI Holding-ის წარმომადგენელმა კონსტანტინე მანჯგალაძემ განაცხადა, რომელიც ჩაერთო ForbesHealth-ის კამპანიაში #აიცერი.

„ვებრძვით რაღაც უხილავს და ყველასთვის ჩვენთვის საშიშ ძალას. ძალიან საშიშია ეს ყველაფერი, არ ვიცით რისკენ მივდივართ. თუმცა, ვაქცინაციამ მოგვცა საშუალება რომ უფრო იმედიანად ვუყუროთ მომავალს და ვიფიქროთ იმაზე რომ ძალიან მალე დაგვიბრუნდება ჩვენი ყოველდღიურობა და ის ცხოვრება, რომელიც ყველას ასე მოგვენატრა. ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, იმისთვის რომ გადავრჩეთ, სხვა შემთხვევაში ვიცხოვრებთ ჩემი აზრით, ძალიან დიდხანს, ძალიან დიდ გაურკვევლობაში და გვექნება შიში იმის, რომ ეს საშინელი ვერაგი დაავადება ჩვენთვის საყვარელ ადამიანებს წაგვართმევს. ჩემი აზრით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ვინც ჩვენ გვიყვარს, ისევ ჩვენთან გვყავდეს. #აიცერი“, - განაცხადა კონსტანტინე მანჯგალაძემ.

ცნობისთვის: BMG-ისა და ForbesHealth-ის მიერ ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საზოგადოებას ვაქცინაციის აუცილებლობაზე უყვებიან. როგორც Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და BMG-ის დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე აცხადებს, ვაქცინაციის გარეშე ვერც ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ და ვერც - ქვეყნის ეკონომიკას.