მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაცია არის ყველაზე მოკლე გზა, რათა დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას - ანდრია ურუშაძე

607fd5d5becc6
ინგა მურუსიძე
21.04.21 12:19
794
ჯანდაცვის სპეციალისტი ანდრია ურუშაძე უერთდება FORBES HEALTH-ის კამპანიას #აიცერი და აცხადებს, რომ ვაქცინაცია არის ყველაზე მოკლე გზა, რათა დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას.

„კოვიდ-პანდემიამ ძალიან ბევრი უბედურება მოუტანა საქართველოს. მე თავად გადავიტანე ეს დაავადება და ვიცი, რამხელა საშიშროებაა თითოეული ჩვენთაგანისა და ოჯახებისთვის. ძალიან ბევრი ახლობელი დავკარგე ამ პერიოდში. შესაბამისად, ვიცი, რა გვემუქრება. ვიცი ისიც, რომ ათასობით ადამიანი დარჩა უმუშევარი, დაკარგა სამსახური და საარსებო წყარო. გაიზარდა ღარიბი ადამიანების რიცხვი.

ამიტომაც არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ვაქცინაცია არის ყველაზე მოკლე გზა დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ვაქცინაცია დაგვიცავს ჩვენ და დაიცავს ჩვენი ოჯახის წევრებს; თუ არ ავიცრებით, სამწუხაროდ, მოგვიწევს გავაგრძელოთ იმ ადამიანების პანაშვიდებზე სიარული, ვინც ამ დაავადებისგან გარდაიცვლება. აცრა ნებაყოფლობითია, მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაკეთოთ ეს არჩევანი ჩვენი და ჩვენი ახლობლების, მეგობრების, ჩვენი მშობლების ჯანმრთელობისთვის #აიცერი“, - განაცხადა ანდრია ურუშაძემ.

ცნობისთვის: BMG-ისა და ForbesHealth-ის მიერ ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საზოგადოებას ვაქცინაციის აუცილებლობაზე უყვებიან. როგორც Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და BMG-ის დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე აცხადებს, ვაქცინაციის გარეშე ვერც ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ და ვერც - ქვეყნის ეკონომიკას.