მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვაქცინაცია ეკონომიკური პრობლემების გადალახვის აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა“ – გვენეტაძე

605f14c8b1d48
BM.GE
27.03.21 15:14
974
“ვაქცინაცია ეკონომიკური პრობლემების გადალახვის აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა“ – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს ეკონომიკები დაზარალდა, თუმცა, ამ კრიზისიდან გამოსასვლელად სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკაა საჭირო.

“კოვიდპანდემიამ მთელი მსოფლიოს ეკონომიკას, საქართველოს ჩათვლით, დიდი ზიანი მიაყენა. მობილობის შეზღუდვის გამო ტურიზმი მთელ მსოფლიოში გაჩერდა და საქართველომ 2020 წელს დაახლოებით $3 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგა, რამაც ლარზე დიდი წნეხი გააჩინა. სამწუხაროდ, ჩვენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორში განვითარებული მოვლენები ამ წნეხს დამატებით ზრდის. სწორი (და, რაც მთავარია, არაპოპულისტური) მაკროეკონომიკური პოლიტიკის მეშვეობით ამ პრობლემებს აუცილებლად გადავლახავთ. მაგრამ, ვაქცინაციის გარეშე არაფერი გამოვა! პერიფრაზი რომ გავაკეთო - ახლა ვაქცინაცია ეკონომიკური პრობლემების გადალახვის აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა”,– წერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

აქვე საუბრობს აცრასთან დაკავშირებულ მის გამოცდილებაზე და მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

“საქართველოში 65 წლის ზევით მოქალაქეებისთვის ვაქცინაციის დაჯავშნის პორტალი https://booking.moh.gov.ge/  25 მარტს 00:00 საათზე ამუშავდა. უკვე 00:04 წუთზე (უმარტივესად) დავარეგისტრირე მამაჩემი. დღეს დილით AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. ყველაფერი ორგანიზებული იყო ძალიან კარგად. უკლებლივ ყველა მომსახურე მედპერსონალი იყო უაღრესად თავაზიანი, თბილი და ყურადღებიანი. აცრის წინ შესაძლო გვერდით მოვლენებზე ინფორმაცია მივიღეთ. აცრის შემდეგ მამა 45 წუთი ექთნის მეთვალყურეობის ქვეშ იყო და ამ პერიოდშიც დარიგებები და რეკომენდაციები მოგვცეს”,– წერს სოციალურ ქსელში კობა გვენეტაძე.